13:54 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 16:59:15, 1260 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის საელჩო - პირები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თურქეთის დატოვებას ვერ ახერხებენ, არ დაჯარიმდებიან

პირები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ მისი ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა.

ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საელჩო აქვეყნებს.

ფრენების ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენის შემდგომ იმისათვის, რომ ამ პირებზე არ გავრცელდეს ჯარიმები, უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრასპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, არა უგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics