13:52 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 15:44:29, 1556 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - შექმნილ ვითარებაში საერთო სია იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა

საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ერთიანი საარჩევნო სიის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიულად, სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია.

„საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან კვლავ ორ პოლუსად დაყოს პოლიტიკური სივრცე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს. იმედია, მთელი პოლიტიკური სპექტრი ასეა განწყობილი და ამ განცხადების ავტორიც შეცვლის თავის პოზიციას შექმნილი ვითარების ღრმა ანალიზის შემდეგ. ისტორიულად, სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics