|
2020-06-14 15:14:37, 2209 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - თუ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული მდგომარეობა ექნება, შეეცდებიან არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანონ
ეს არის ცეცხლთან თამაში, არანაირი ვითარება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მისი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული, პოლიტიკური მდგომარეობა ექნება, შეეცდებიან არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანონ. „თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, ისინი შეეცდებიან არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის თამაში ადამიანების ნერვებზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს და ნუ შეეცდებიან ადამიანების ჯანმრთელობით სპეკულირებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)