|
2020-06-13 17:06:21, 1953 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - საინტერესოა სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციათივას, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდებს, საინტერესოს უწოდებს. ვაშაძე კოორდინაციის პირველ ეტაპად მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმებას მიიჩნევს. „მე და „ახალი საქართველოს“ გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)