|
2020-06-13 12:57:30, 1772 ნახვა
კომენტარი
გახარია - მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში
მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ერთი ავტომანქანის გარდა, უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია. „ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად, თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაციები მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ მოიტანეთ. რეალურად ეს ყველაფერი ჭორაობა. ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს. რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა ამას მოსდევენ... მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთად-ერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ახლა მე ერთი რამე მინდა გითხრათ მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე. ასევე, მაგალითად ჩემმა მშობლებმა გაასხვისეს, რაღაც უძრავი ქონება კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი. უხერხულია როცა იყიდი ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა. სადმე რაიმე კანონდარღვევა თუ არის მოიტანეთ ფაქტები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)