|
2020-06-12 23:18:01, 7712 ნახვა
სამხედრო
საქართველოში რეკრუტირების ცენტრები 2021 წელს ამოქმედდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ჯარის პოპულარიზაციის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების განთავსების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია: „წელს შეიძლება მხოლოდ 10 ცენტრის მშენებლობა შევძლოთ, 2021 წელს კი, პროექტი დასრულდება. ჩვენი გეგმისა და ხედვის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები 2021 წლის სექტემბერში დაიწყებას ფუნქციონირებას. ეს პროექტი წვევამდელების რეფორმას უკავშირდება. ფრონტ ოფისები გააერთიანებს წვევამდელების საკითხს, რეზერვს, ვეტერანებისთვის იქნება ცალკე გამოყოფილი სივრცე; ცენტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით, მოსწავლეების მეტი ჩართულობა მოხდება. ცენტრები კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ თავდაცვის ძალებს. იდეალურ შემთხვევაში, 2021 წელს საშემოდგომო გაწვევას სრულად თავდაცვის სამინისტროს რესურსით უზრუნველვყოფთ“. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)