|
2020-06-12 18:46:13, 7125 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - პროექტი „ჩვენი ჯარი“ 1 102 სკოლაში საპოლეტე ფორმატშია დაწყებული
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა. „მინისტრის საათის“ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ახალგაზდებისთვს ჯარის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „1102 სწკოლაში პროექტი ჩვენი ჯარი უკვე საპილოტე ფორმატში დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. აღნიშნული პროექტი მეათე კლასელებისთვის არის გამიზნული. მიგვაჩნია, რომ ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. ამ საკითხებში თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 2020-2021 წლებში კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხები და არ არის მხოლოდ ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო კონსესუსი და ჩამოვაყალიბოთ უფრო საერთო ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს მათ შორის, ჯარის შესახებ ინფორმაციის ცოდნის გადაცემას ბავშვებისთვის და სწორ, ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)