12:39 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 18:45:36, 3148 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილზე - ცუდია, როცა უკრაინის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ერევა

თბილისი მერი, კახი კალაძე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ ცუდია, როცა უკრაინის მოქალაქე  საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ერევა.

მისი თქმით, სააკაშვილის ქმედება  დიპლომატიურ ურთიერთობაში არ ჯდება.

„ზოგადად, ცუდია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და ერევა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს არ ჯდება არც ერთ დიპლომატიურ ურთიერთობაში. შესაბამისად, ამას მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ „არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას. მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics