|
2020-06-11 15:27:23, 2231 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციის და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმა ვიდეო კონფერენცია. „მოგვაწოდა სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი მკურნალობს ბინაზე, რამდენი გადის სტაციონალურ მკურნალობას, ინფორმაცია მძიმე პაციენტების შესახებ, ასევე რა რაოდენობის პაციენტი საჭიროებს ჟანგბადის მხარდაჭერას. ისინიც კოვიდს ხედავენ, როგორც გლობალურ პრობლემას და ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ პრობლემის განხილვა მოხდეს კომპლექსურად, რეგიონულ ჭრილში, რადგან ეს არ არის ერთი ქვეყნის გამოწვევა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება მოხდეს. „სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა თუ როგორი არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა შემოდგომისთვის და რა ღონისძიებებს ვატარებთ, როგორ ვემზადებით. დაინტერესდა როგორ იკვლევენ ჩვენი ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების ჯაჭვს. ძირითადი აქცენტი და ინტერესი არის იმაზე თუ როგორი კლინიკური მიდგომები გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ შედგეს ვიდეო კონფერენცია, რომელსაც მიეცემა სისტემატური ხასიათი. კონფერენციის შედეგად, უფრო დეტალურად დავადგენთ საჭიროებებს და დავგეგმავთ კონკრეტულ დავალებებს. ამასთანავე ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის, რა თქმა უნდა ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ, სომხეთში გაგზავნა. ასევე შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ საზღვარზე ავაწყოთ ისეთი ლოჯისტიკა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ თავიანთი ლაბოლატორიული სიმძლავრე არ ყოფნით, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბოლატორიულ სიმძლავრეს. მინისტრს მოეწონა ეს იდეა თუმცა ჯერჯერობით შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ვიდეო კონფერენცია უახლოეს მომავალში ჩაინიშნა და მასში მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიისა და კლინიკური ჯგუფის წევრები მიიღებენ.
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)