|
2020-06-11 13:08:37, 2477 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ
როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რომელი ქვეყნებიდან მოხდება ტურისტების მიღებ, თუმცა ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს უკვე კონსულტაციები. „ვითარება დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი პირველი ტურისტული გეოგრაფია. ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს ძალიან კარგად შესრულებული, ავიღეთ აქცენტი ისეთ ქვეყნებზე, სადაც ვითარება იყო კეთილსაიმედო და ახლა ველოდებით რამდენიმე რამეს, ერთი არის, რომ თვითონ ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს,როგორ რეჟიმში იქნებიან, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთიან მიდგომებს შეიმუშავებენ არაევროპული სახელმწიფოებს მიმართ, ვისთანაც ხსნიან საზღვრებს, ალბათ ამ თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა მესამე ქვეყნების მიმართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება ევროკავშირში. უნდა დავაკვირდეთ. რაც მთავარია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა და ამოქმედება, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)