|
2020-06-11 10:05:39, 1848 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა წინასაარჩევნო პერიოდისთვის პოლიტიკურ პარტიათა რეესტრის ცხელი ხაზი აამოქმედა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხელი ხაზი ამოქმედდა. წინასაარჩევნო პერიოდისთვის სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზი (+995 32) 225 15 27 უზრუნველყოფს პარტიების რეესტრთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაინტერესებულ პირთათვის და პარტიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. დაინტერესებული პირების ინტერესს უმეტესად პარტიის სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტების, მათი შინაარსისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ, პარტიის ამონაწერისა თუ დოკუმენტაციის ასლების მოთხოვნის თაობაზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. ცხელ ხაზზე შესაძლებელია ახალი პოლიტიკური გაერთიანების დარეგისტრირების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების, სარეგისტრაციო პროცედურებთან, ამონაწერის მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე კითხვების დასმა და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება. ცხელი ხაზით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ცხელი ხაზის კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მიაწოდებენ პარტიათა რეესტრის, მათ შორის, პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება, ყრილობის ოქმი, წევრთა სია, წესდება და ა.შ.) საკითხებზე. ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება პარტიათა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ (მათ შორის, პოლიტიკური სუბიექტის სახელწოდება, მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, ინფორმაცია ხელმძღვანელის შესახებ და სხვ). მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციას საჯარო რეესტრი 2012 წლიდან ახორციელებს.
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)