|
2020-06-10 20:54:25, 1889 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - აკრძალვები მოქმედებს დღეის მდგომარეობით, ახლა არ შემოგვაქვს
"პოპულისტურია ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს სახელმწიფოს ახალი აკრძალვები შემოაქვს. მისი თქმით, ეს არის ტყუილი, ვინაიდან ეს აკრძალვები მოქმედებს დღეის მდგომარეობით, ახლა არ შემოგვაქვს" -ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა მისი თქმით, აკრძალვები მოქმედებს და განსაზღვრულია ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი იზოლაციის წესების ან კარანტინის დარღვევისთვის, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს ნორმა, რომელიც დღეს ასევე პირბადის არ ტარებისთ ვის ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას. „ეს ნორმები მივიღეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არ ვიცოდით როგორი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით და მაშინ საჭირო იყო მაქსიმალური სანქცია იმისთვის, რომ პრევენცია მოგვეხდინა. მას შემდეგ, რაც ახალ ეტაპზე გადავედით და სახელმწიფომ მოხსნა მთელი რიგი შეზღუდვები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, უფლებრივი შეზღუდვები იყოს მაქსიმალურად ნაკლები, ამ გამოწვევის და ამ სტადიიდან გამომდინარე საჭიროა ადაპტირება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალკე დავარეგულიროთ პირბადეების საკითხი, ცალკე დავარეგულიროთ ტრანსპორტით გადაადგილების დროს პირბადის ტარების საკითხი, ცალკე იყოს სავაჭრო, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრის დროს პირბადის ტარების საკითხი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის წარდგენეს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)