2020-06-09 12:09:41, 2658 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი - აშშ-ში რაც ხდება, კატასტროფაა - ტრამპი მართალია, როდესაც ცდილობს ძალის გამოყენებით რეჟიმის დამყარებას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება აქტივისტების მხრიდან არის კატასტროფა.
როგორც სააკაშვილმა უკრაინულ გადაცემაში განაცხადა, ტრამპი მართალია, როდესაც ცდილობს ძალის გამოყენებით დაამყაროს წესრიგი, რადგან მისი თქმით, აქტივისტები არიან ლუზერები.
„ამერიკაში რაც ხდება, კატასტროფაა. აქტივისტები არიან ადამიანები, რომლებიც არიან ლუზერები, ისინი წვავენ მაღაზიებს, რომლებშიც მეპატრონეებმა ჩადეს ცხოვრება. ეს ძალიან ცუდია და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ტრამპი მართალია, როდესაც ცდილობს ძალის გამოყენებითა და რკინის კონსტრუქციებით დაამყაროს წესრიგი. როდესაც ეს ხდება, აღარაფერია საწუწუნო, ამ სიტუაციაში უნდა გამოიყენონ ძალა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან