|
2020-06-09 10:45:41, 4562 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - ჩემი დავალებით, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარშია
„ჩემი დავალებით, ყველა ბაზა აბსოლუტურად ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ჩვენ იგივე სტანდარტები ავიღეთ, როგორიც ამერიკის, ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების ჯარშია და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ბაზებს, რომ არ იყოს რომელიმე მინისტრის თუ გენშტაბის უფროსის ახირებაზე დამოკიდებული“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების მომენტში თავდაცვს ძალებში სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო. „ინფრასტრუქტურა ჩვენი ჯარისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმიტომ, რომ პრაქტიკულად, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ყოფილი ხელისუფლებების დროს, ჩატარებული სამუშაოების ხარისხი იყო აბსოლტურად მიუღებელი. რაც მთავარია, მაშინ ხდებოდა ფრაგმენტული მიდგომები. რომელიმე ბაზას ამოიჩემებდნენ, იმას გააკეთებდნენ, რომ ყოფილიყო თვალსაჩინოებისთვის. დაბალი ხარისხი იმაში ვლინდებოდა, რომ თითქმის 2-3 წელიწადში გვიწევდა ბაზებისა და ყაზარმების ხელახლა რემონტი“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს შეიარაღებაზე დაახლოებით 100-დან 120 მილიონამდე დახარჯავს.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)