|
2020-06-09 10:43:23, 4308 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - ჩემი დაპირება - ვაზნების ქარხნის მშენებლობა რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ჯარს დავუტოვებ
„ჩემი დავალებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება” - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. გადაცემაში საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირებული ვაზნების ქარხნის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ის ქართულ ჯარს დაუტოვებს. „ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს უნდა იყოს ტყვია-წამლის წარმოების სრული ციკლი. მე შემეძლო მარტივად საჩვენებლად გამეკეთებინა ძალიან პატარა ზომის ასაწყობი ქარხანა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გავაკეთე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხელწერა. მე არ ვაკეთებ საქმეს იმისთვის, რომ ვიღაცამ ან მადლობა მითხრას ან საჩვენებელი მოდელები გავაკეთო. მე საფუძვლიანად და ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ საქმეს ვაკეთებ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)