17:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 13:17:59, 2946 ნახვა

სამართალი
ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლოს სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც.

მომდევნო სხდომა 28 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მესამე მასივში, 5 ივნისს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველთა ოპერაციის შედეგად მამაკაცი დააკავეს, რომელიც საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და უმისამართოდ  ისროდა.

ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ალექსანდრე ივანოვს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. პოლიციელებზე თავდასხმის გარდა მას ბრალად ედება ხულიგნობა ჩადენილი ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. აღნიშნული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გარდა ამისა, მას ბრალად ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი – ოჯახის წევრის სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება. ეს ქმედება ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, მას ბრალად ედება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს პოლიციელებზე თავდასხმას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics