00:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 11:27:35, 2872 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიოში ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა - ცერცვაძე

მსოფლიოში ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ამას სეზონური ბუნება.

„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს. მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტივირდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს. თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შეიძლება, არც იქნეს მეორე ტალღა.

ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს. მე მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი“, – განაცხადა ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics