|
2020-06-06 13:25:16, 3335 ნახვა
კომენტარი
კალაძე ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე - არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გუშინ, ვარკეთილის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. მერის განმარტებით, იქ იყვნენ პროვოკატორები, რომლებსაც ჰქონდათ ღონისძიების ჩაშლის მცდელობა, თუმცა არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი, ძალიან კარგად ვიცი რა ჩანს კადრებში, მაქვს ორი თვალი, შესაბამისად ყველანი ვხედავთ, რომ არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, იყო ორი პროვოკატორი, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა არეულობა შემოეტანათ და ჩაეშალათ მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულების, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. როგორც მათ ჩვევიათ, ორი პროვოკატორი იყო მოსული, მათ ჰქონდათ პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ", - განაცხადა კალაძემ. კალაძე გამოეხმაურა ასევე, მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს და აღნიშნა, რომ თუ შსს ჩათვლის, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს. „ეს მათი უფლებაა, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)