|
2020-06-05 13:27:15, 3193 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - კარგი იქნება, რომ 20 ივნისისთვის ოპოზიციურმა სპექტრმა თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე საბოლოო შეთანხმება მოახერხოს
კარგი იქნება, რომ 20 ივნისისთვის ოპოზიციურმა სპექტრმა თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე საბოლოოდ შეთანხმება მოახერხოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შექმნა სივრცე მსგავსი შეთანხმებისთვის. „ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს საზოგადოებაში არის კონსენსუსი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში უნდა დავასრულოთ.მნიშვნელოვანია, რომ ახლა პოლიტიკურმა პროცესმა მისცეს გზას ამ კონსენსუსის ასახვას უკვე საარჩევნო პროცესში. მოდის 20 ივნისი, წლისთავი ამ სისხლიანი ღამის და მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ 20 ივნისისთვის ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხოს საბოლოოდ შეთანხმება თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შექმნა სივრცე მსგავსი შეთანხმებისთვის. ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა პარტიების სახელით და ავიღოთ პასუხისგებლობა მათ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ, ჩვენი მხრიდან შევქმენით სივრცე, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასამარცხებლად აისახოს პოლიტიკურ პროცესში. ახლა პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ასევე ეკისრება სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომ ეს შესაძლებლობა იქნას გამოყენებული. ასე შევხედოთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იქნას გამოყენებული. რეგიონებთან მიმართებაში ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენი პარტიული რესურსიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველაზე კონკურენტუნარიანი პარტია რეგიონებში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ამავე დროს, რა თქმა უნდა, უნდა მივაღწიოთ იმ შეთანხმებასაც, რომ არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის გარშემო იქნება სრული ოპოზიციურო თანამშრომლობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)