|
2020-06-04 14:28:47, 3029 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - დრო აღარ არის ბევრი, მოვუწოდებ ოპოზიციას დარჩნენ შეთანხმების ერთგულნი
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი. ბოკერიამ გამოთქვა იმედი, რომ ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის. „დრო აღარ არის ბევრი, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება თბილისში მოხდეს მალე და საზოგადოებას გაეცნოს შედეგები. იქნება სრული უპასუხისმგებლობა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია, რაიმე მოტივით, ვგულისხმობ იმ პატიებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში იყო თავიდანვე ჩართული, მოგეხსენებათ „ლელო“ თავიდანვე სკეპტიკური იყო, მსხვილი ოპოზიციური პარტიები, ვისზეც „ევროპული საქართველოთი“ არის დამოკიდებული ის, რომ შევამციროთ რისკები და პირველივე ტურში მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ შეთანხმების ერთგულნი. ჩვენ მოვისმინეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე განცხადება, რომლიდანაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის, საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს - იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება, შეთანხმების ჩაშლისთვის, ამის დიდი იმედი მაქვს. ეს რეჟიმი უნდა დამარცხდეს მშვიდობიანად არჩევნებში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)