|
2020-06-04 10:05:26, 2846 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის უზენაეს კანონს - კონსტიტუციასა და რურუას გათავისუფლებას შორის
„საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ ცვლილებების არსი და რა გავლენა ექნება მას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება დისტანციურად, ონლაინ ჩართვით, სადაც შესაძლებელი იქნება კომენტარების დატოვება. მისივე თქმით, თუ ვინმეს ექნება წინადადება, შენიშვნა და მოსაზრება, მათ შემაჯამებელ ოქმში შეიტანენ. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციას სურს ამ შეთანხმებიდან გასვლა. „ისინი იყენებენ საბაბად იმას, რომ ტოლობის ნიშანი დასვან საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ვინმე რურუას გათავისუფლებას შორის. ქვეყნის ფუნდამენტურ დოკუმენტზე, ძირითად კანონზე - კონსტიტუციაზეა საუბარი. კონსენსუსს, რომელიც მიღწეული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მათ ნახეს ხელისუფლების ეფექტიანი და ქმედითი ნაბიჯები ვირუსთან ბრძოლაში. ნახეს ასევე კვლევის ის შედეგები, სადაც ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა არის მტკიცე. რეალურად ისინი არიან 3%-იანი მხარდაჭერის ფარგლებში მერყევი ჯგუფები. შესაბამისად, ასეთი ჯგუფი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი არჩევნებში. ამიტომ ერთადერთი გზა, რაც რჩებათ, არის ეს პროცესი შეიყვანონ ჩიხში. მაგრამ ეს არის მათი პასუხისმგებლობა, რაც ბევრ რაიმეზე მიუთითებს. ეს პასუხიმგელობა იმეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული ჯგუფები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოირჩეოდნენ დესტრუქციით. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა პარლამენტზე შტურმის მცდელობის კადრები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ყველაზე ცინიკური იყო გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომ მათ გამოიყენეს ხალხის გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური პროტესტი საკუთარი მიზნებისთვის. „ეს იყო ძალიან მძიმე ჩვენება და აღიარება. აი, ისინი არიან, ვისაც სურთ კონკურენცია გაუწიონ „ქართულ ოცნებას", თუმცა ჩვენი საზოგადოება ამას კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთი გამარჯვება ელის ჩვენს გუნდს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)