|
2020-06-03 17:27:36, 14981 ნახვა
Lifestyle
იტალიის მოქალაქემ, გათამაშებაში პაბლო პიკასოს ნახატი მოიგო
იტალიის მოქალაქემ, მილიონ ევროდ შეფასებული პაბლო პიკასოს ნახატი, 1921 წლის ნატურმორტი სახელად „ჭიქა აბსენტი და გაზეთის ნაჭერი“ გათამაშებაში მოიგო. გათამაშებაში 50 ათასი ბილეთი იღებდა მონაწილეობას, თითოეულის ფასი კი 100$ შეადგენდა. „იმ შემთხვევაში, თუ ნახატი სახლში კედელზე იქნება ჩამოკიდებული, მისი მოპარვის რისკი არც ისე დიდია, რაღათქმაუნდა დაზღვევა საჭირო იქნება. თუმცა ნახატი მილიონობით ადამიანმა ნახა, ქურდს კი ძალიან გაუჭირდება მისი გაყიდვა“, - განაცხადა აუქციონის ორგანიზატორმა, პერი კოშენმა. შეგროვებული თანხიდან 900 ათასი ევრო წინა მფლობელს გადაეცა ხოლო დარჩენილი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. რომლებიც მადაგასკარის და კამერუნის მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)