|
2020-06-03 12:16:47, 2693 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ. მათ შორის არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც ანაბეჭდები შეისწავლეს. მისი ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, მათი ინტერესის სფეროა ცეცხლსასროლ იარაღზე ანაბეჭდების გადასვლის საკითხი. „ჩვენი ინტერესი არის ცეცხლსასროლ იარაღზე ანაბეჭდების გადასვლის საკითხი. იმიტომ, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები არაა. ხოლო რაც შეეხება გენეტიკოსს, მასთან გვექნება კითხვა როგორ ხდება დეენემის გადასვლა ადამიანიდან სხვადასხვა ნივთზე, მატ შორის ცეცხლსასროლ იარაღზე“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)