|
2020-06-03 11:08:58, 4477 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს რამდენიმე ასეული, ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ
„წელს ვგეგმავთ რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას და არსებულის ჩანაცვლებას“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეებზე საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, თუმცა ამ პროცესში გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც გამოიკვეთა. „ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც ამ წელს ვაგვარებთ, იქნება ტექნიკის განახლება და გადახალისება. კერძოდ, ვაპირებთ რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას - ნატოს სტანდარტების, ევროპული ბრენდების შეძენას და ჩანაცვლებას, რათა ჯარმა პრობლემას თავი ღირსეულად გაართვას თავი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გამოჩენილ მაღალ პროფესიონალიზმს, დისციპლინას, მობილიზაციასა და თავდადებას გაუსვა ხაზი. „ჯარის გამოჩენისთანავე გამოჩნდა სხვა ენერგია დაძალა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირ პოლიციელებთან ერთად მართლაც უპრეცედენტო და მძიმე შრომას ეწეოდნენ 24 საათის განმავლობაში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 1 მილიონ 700 ათასიავტომობილის დეზინფექცია მოახდინა ჯარმა და სამხედრო ექიმებმა 2,5 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი. ეს არის ზღვა სამუშაო. რაც მთავარია, 158 ადამიანის გამოვლენა მოხდა, რომელსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა. ანუ, აქაც ძალიან სერიოზული პრევენცია მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თითოეულ ჯარისკაცს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)