|
2020-06-01 17:54:40, 1264 ნახვა
საზოგადოება
მეღვინეობის მხარდაჭერის ღონისძიებებზე, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს, - კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბრისას განიხილეს მსოფლიო პანდემიის გამო მეღვინეობის ინდუსტრიაში შექმნილი მდგომარეობა და ზარალი, რომელიც დარგმა შემცირებული ტურიზმის პირობებში მიიღო. იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ბიზნესის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რომლებიც მეღვინეობის სექტორსაც ეხება. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ის უკვე ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს, რაც ღვინის კომპანიებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადალახვაში შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავებაში პრობლემები არ შეიქმნას და რთველის სეზონს როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)