|
2020-06-01 14:06:50, 1304 ნახვა
კომენტარი
ნანა ჯანაშია: საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც „ტყის კოდექსს“
საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც „ტყის კოდექსს“, - ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ „ტყის კოდექსი“, რომელზე მუშაობაც შვიდი წლის წინ დაიწყო, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ეს გახლავთ ტყის სექტორის რეფორმირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი. მასზეა დამოკიდებული როგორც მოსახლეობის სიღარიბის აღმოფხვრა, ასევე, ბუნებრივი კატასტროფების შეჩერება და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას წლების განმავლობაში, დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა ყველა ეტაპზე ჰქონდა. დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტში და თემში განიხილეს. ამ პროცესში, ჩვენი ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული. შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც „ტყის კოდექსს“, - განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)