19:53 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 13:50:31, 1522 ნახვა

კომენტარი
გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელი იყო კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მატება

"მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი",  - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს დილისთვის 11 შემთხვევა დაემატა. აქედან ორი არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ცხელი წერტილია, ხოლო 9 გახლავთ გუშინ დადასტუებული შემთხვევის კონნტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს აქტიიურად მიმდინარებს. 50-მდე კონტაქტია დადგენილი და კონტაქტების კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, ამიტომ ერთის მხრივ არავითარი საშიშროება არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი. 

ამავე დროს, გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. იცით, რომ დღეს ყველაზე ცხელი წერტილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი გვაქვს, სადაც ყველაზე მეტი - 55 შემთხვევა იყო მანამდე დაფიქსირებული. ეს არის საკმაოდ მოზრდილი სოფელი, სადღაც, 700-მდე მცხოვრებით, აქედან 55-მდე ადამიანი გვყავდა სამკურნალოდ გადაყვანილი, დაახლოებით, 60-მდე ადამიანი იყო კარანტინში გადაყვანილი. გუშინ მოეწყო მასობრივი ტესტირების აქცია სოფელ მუშევანში, რომელიც ძალიან კარგად დააორგანიზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გუბერნიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა. ჩვენგან ეპიდემიოლოგთა 8 ბრიგადა იყო წასული, ასევე ერთი ადგილობრივი ბრიგადა, მეც გახლდით ადგილზე, ვნახე ყველაფერი, ხალხი იყო ძალიან ორგანიზებული, სოფლის 9 წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება. გუშინ ჩვენ 574 ბიოლოგიური ნიმუშის აღება შევძელით, მათ შორის, ნახევარზე მეტი გამოკვლეული იქნა ლუგარში, ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დანარჩენების კვლევა დღეს მიმდინარეობს და მოგახსენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics