19:54 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 18:24:56, 1367 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას - რატომ არ აწერთ ხელს მოსახლეობის ფინანსურ დახმარებაზე, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ გეგმას

ჩვენ შემოგთავაზეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა მიიღებდა ათასლარიან ფულად დახმარებას და საქართველოს ყველა არასრულწლოვანი მოქალაქე მიიღებდა 500 ლარიანს. ეს განკარგულება გადმოგეცით თქვენ ორი დღის წინ და მაინტერესებს რა გააკეთეთ და რატომ არ აწერთ ხელს - ამის შესახებ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მანა სევე აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთავაზებული გეგმის ფარგლებში საქართველოს თითოეული მოქალაქე 1000 ლარიან დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნები 500 ლარიან დახმარებას მიიღებდნენ.

„ის გაგება და „პანიაწიე“ თქვენთვის მშობლიურ ენაზე რომ ვთქვათ, ქართული არაფერია კორუფციაში, ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს რომელიც გვეამაყებოდა რომელიც კორუმპირებული ერთეულიდან იქცა რეფორმების სამაგალითო ადგილად და თქვენ დაგვაბრუნეთ ისევ შევარდნაძის დროს, როდესაც ისევ გაგებით და „ჯიგრულ პონტში“ გაიცემა ტენდერები, ასე რიგდება სახსრები.

ჩვენ ეს არ გვინდა, გვინდა რომ დავეხმაროთ ადამიანებს იმისთვის, რომ გაიცეს რეალურად დახმარება, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, ჩვენ შემოგთავაზეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა მიიღებდა ათასლარიან ფულად დახმარებას და საქართველოს ყველა არასრულწლოვანი მოქალაქე მიიღებდა 500 ლარიანს. ეს განკარგულება გადმოგეცით თქვენ ორი დღის წინ და მაინტერესებს რა გააკეთეთ და რატომ არ აწერთ ხელს იმას რაც რეალურად დაეხმარება და ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნდება, იმიტომ რომ გაივლის მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნეს, რომელიც სულ ღაფავს. ამოასუნთქავს უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ 69% საქართველოს მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს, მაშინ როცა თქვენ ირწმუნებით, რომ სიღარიბე არ არსებობს. ეს იყო პოსტპანდემიურ სიტაუციაში და უფრო დამძიმდება მომავალ რამდენიმე თვეში, აქედან გამოსავალი არ გაქვთ თქვენ მარტო თქვენი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics