13:19 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 17:47:05, 1587 ნახვა

რეგიონი
ველური ბუნების სააგენტომ მდინარე ალგეთის შენაკადებში 20 000 ერთეული კალმახის ლიფსიტი გაუშვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ  პოპულაციის აღდგენის მიზნით ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე , მდინარე ალგეთის შენაკადებში  20 000 ერთეული, აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის  ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის, ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის  კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics