05:04 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 15:37:27, 1222 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში,  5 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში საგზაო სამუშაოები გრძელდება. მათ შორის, არის ბატონიშვილის ქუჩა, სადაც გზის მოწესრიგება დავიწყეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული  კომპანია „მშენებელი“ აწარმოებს. პროექტი კი, დაფინანსებულია 450  000 ლარით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics