|
2020-05-28 12:38:33, 1336 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დეველოპერებისთვის, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს. მისი თქმით, 150 მილიონი გამოიყოფა იმისთვის, რომ 6000-მდე დევნილს ბინები 3 წლით ადრე მიიღოს. „საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ჩვენი დახმარებებით ბევრი სოციალური ტიპი მოვიცავით. ხშირად იყო შეკითხვები, რომ ჩვენი დევნილები დაგვრჩენ ყურადღების გარეშე. ჩვენ ახლა ამ ჩავარდნას ვაკომპესირებთ. გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)