09:23 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 20:58:53, 1510 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციას - იმის ნაცვლად რომ დროშა ატრიალოთ, გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ

ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე , - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს და უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის შეკითხვას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

ამასთან, პრემიერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს „წიგნის წაკითხვისკენ მოუწოდა“.

„25 მილიონით ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები გაიზარდა იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. რეალურად, ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, საქართველო არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე - საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ, იმის ნაცვლად რომ დროშა ატრიალოთ“, - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics