04:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 13:43:27, 538 ნახვა

საზოგადოება
50 დევნილ ოჯახს სოფლად სახლები გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა სოზარ სუბარმა  და  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სსიპ)  აღმასრულებელმა  დირექტორმა  ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს,  მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის  ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის  400 000 ევროს ღირებულების  სახლებს შეიძენს. აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს. 
მათივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW)  დაფინანსებით, უკვე დაასრულა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები წყალტუბოში (400 ბინა), ქუთაისში (65 ბინა), ფოთსა (104 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა). 

სოფლად სახლების შეძენა, სწორედ, ჩამოთვლილი პროექტების განხორციელების შედეგად დაზოგილი ეკონომიით გახდა შესაძლებელი.

საერთო ჯამში, გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 889 დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხერხდა. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics