|
2020-05-27 17:23:56, 1255 ნახვა
კომენტარი
გახარია - სეზონურ სამსახურში დასაქმებული ადამიანების შესახებ, ფინანსთა სამინისტრო ცვლილებებს შეიტანს
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ, მათ შესახებ ცვლილებას შევიტანთ და არ მივაქცევთ უკვე არსებულ ცვლილებას ყურადღებას, რომელიც ამ წლის პირველი კვარტლის, სისტემატიურ შემოსავლებს შეეხებოდა - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გაგვიცია ინფორმაცია კონკრეტულ თარიღზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა 20 მაისის შემდეგ“. „ბიუჯეტის დანახარჯების ციფრი, რომელიც ალბათ თქვენ დაგაკლდათ ეს არის საპროგნოზო კრიზისული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წინასწარ შევათანხმეთ სავალუტო ფონდთან. ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას ვიმოქმედოთ სოციალური დახმარებების ფარგლებში, რომელიც უკვე წარდგენილი იყო. მარტივი სისტემა არ იყო, ის, რომ თითოეული დახმარება მისულიყო ადრესატამდე, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო და შესაბამის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კარგად მუშაობენ ერთმანეთთან და თანხების გაცემა ამ კვირიდან უკვე დაიწყება და ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას. ჩვენ არ გაგვიცია ინფორმაცია კონკრეტულ თარიღზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა 20 მაისის შემდეგ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ, მათ შესახებ ცვლილებას შევიტანთ და არ მივაქცევთ უკვე არსებულ ცვლილებას ყურადღებას, რომელიც ამ წლის პირველი კვარტლის, სისტემატიურ შემოსავლებს შეეხებოდა“, - განაცხადა გახარიამ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)