|
2020-05-26 18:52:07, 4581 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. თავდაცვის უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის პროფესიონალურად და ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს სულიერი სიმტკიცე, მისიის წარმატებით დასრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ქაბულიდან ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) მეთაური ოსტინ სკოტ მილერი ჩაერთო და მისიის სახელით თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამერიკელმა გენერალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ავღანეთის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა სკოტ მილერს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახური საამაყოა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)