|
2020-05-25 18:10:57, 1436 ნახვა
კომენტარი
ბასილაშივლის ყოფილი ცოლის ადვოკატი - საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე
ბასილაშივლის ყოფილი ცოლის ადვოკატის ანა ტავხელიძის განცხადებით, საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე. მისი თქმით, სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია. „ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: პირველ რიგში, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხშირად განსჯადი თემა არის დღეს საზოგადოებაში, არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. ჯერ კიდევ, გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არა ერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო. საუბარია, როგორც სხვადასხვა მტკიცებულებებზე,მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ფოტო და ვიდეომასალაზე. საუბარი არის ექსპერტიზის დასკვნაზე,შეფასებებზე, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. მთავარია, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ არა ერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო, რასაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)