|
2020-05-25 15:40:24, 1399 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - სამთავრობო ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, არამედ როგორც საჭიროდ მიიჩნევს ივანიშვილი
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, არამხოლოდ ოპოზიციამ და საზოგადოებამ, არამედ უმრავლესობის წევრებმაც კი არ იციან როდის მოხდება მთავრობის ჩანაცვლება. მისი თქმით, ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან, ქვეყნის ან ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე როგორ მიიჩნევს ამას მიზანშეწონილად ერთი ადამიანი. „არავინ არ ვიცით, მათ შორის, არა მხოლოდ ოპოზიციამ ან საზოგადოებამ, არამედ არ იცის თვითონ პრემიერ-მინისტრმა, არ იციან მინისტრებმა, არ იციან უმრავლესობის წევრებმა თუ როდის და როგორ მოხდება მთავრობის ჩანაცვლება და პრემიერ-მინისტრის შეცვლა. ჩვენ გვახსოვს წინა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ფეისბუქ პოსტების შედეგად მიდიოდნენ იმიტომ, რომ არც მათ და არც უმრავლესობის წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმები. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან, ქვეყნის ან ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე როგორ მიიჩნევს ამას მიზანშეწონილად ერთი ადამიანი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)