|
2020-05-25 12:25:51, 1281 ნახვა
კომენტარი
თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებზე - ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ
საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებზე უკვე მივიდა. კონსულტაციაზე შესვლის წინ, შარაშენიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში გამოწვევის საკითხზე. მანვე აღნიშნა, რომ კონსულტაციაზე დღეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განიხილავენ. „მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლადშექმინილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები. როდის დამთავრდება არ ვიცი, მაგრამ ყველა საკითხს განვიხილავთ. რაც ჩამოვედი სულ იმას გეუბნებით, რომ გვქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინაში და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ კონსულტაციას“, - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)