|
2020-05-25 11:58:33, 1639 ნახვა
ეკონომიკა
„ენერგეტიკული გაერთიანება“ - მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას
„ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნო მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას. კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებს დანერგვას ემსახურება, - ამის შესახებ ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ" საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების დამტკიცებას ეხება. რელიზის თანახმად, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ენერგეტიკულ გაერთიანების" სამდივნოსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Energy-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში შეიმუშავა. „ახალი საკანონმდებლო ჩარჩო არამარტო გახდის საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიას უფრო კონკურენტუნარიანს, არამედ შინამეურნეობებისათვის უზრუნველყოფს გაუმჯობესებული ენერგეტიკული სერვისების მიწოდებას, ხოლო არსებული შენობები იქნება უკეთ იზოლირებული. ეს ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის წყაროების გამოყენებას გათბობის, გაგრილებისა და განათებისთვის," - აცხადებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ენერგოეფექტურობის განყოფილების უფროსი, ვიოლეტა კოგალნიჩეანუ. „ენერგოეფექტურობის ამ ორი კანონის მიღება კიდევ უფრო საამაყოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მოახერხა ბაზარზე ორიენტირებული და მდგრადი ენერგეტიკული რეფორმების გატარება, მიუხედავად მიმდინარე COVID-19 კრიზისისა", - აღნიშნა მან. რელიზის თანახმად, აღნიშნული კანონმდებლობის მიღებით საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საჯარო შენობების რეკონსტრუქციის პროგრამებში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვას, კერძოდ, 80 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკისა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) და, ასევე, 26 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტსა და 8,5 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკურ დახმარებას ევროკავშირისგან. აღნიშნული რეფორმის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის ფარგლებში გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრიდან.
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)