|
2020-05-24 16:38:30, 1372 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს მხარდაჭერას უცხადებს და სახელმწიფო უწყებებს მისი დაცვისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველმა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სავარაუდო, ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ლომჯარიამ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს მხარდაჭერა გამოუცხადა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მისი დაცვისკენ მოუწოდა. „საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან! მოვუწოდებ მედია საშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომიდნარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“, - ნათქვამია სახლხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს მომდევნო სხდომა 16 ივლისსაა ჩანიშნული.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)