|
2020-05-24 11:57:10, 1368 ნახვა
საზოგადოება
25 მაისიდან დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას განაახლებს
დევნილთა და ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით 25 მაისიდან განაახლებს. თანამშრომლებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მისაღებ ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. „25 მაისიდან, ასევე სრულად აღდგება, კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით შეჩერებული მონიტორინგისა და დაკანონების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელი შეუწყონ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)