|
2020-05-23 17:22:29, 2091 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის ხელისუფლება, ევროკავშირის ქვეყნებს ტურიზმის აღდგენისკენ მოუწოდებს
საზღვრის გადაკვეთა მოგზაურობის, მეგობრების მონახულების და შოპინგის მიზნით მეზობელ ქვეყნებში უმეტესობა ქვეყნებში კვლავ აკრძალული რჩება პანდემიის გამო, თუმცა ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ნებას სულ მალე დართავენ, გარკვეული წინაპირობის და რეკომენდაციების დაცვის საფუძველზე. ზაფხულის და შვებულებების მოახლობეასთან ერთად, ევროპის მოქალაქეები უკვე ეგუებიან, რომ საზღვარ გარეთ სანაპიროზე დასვენებას უნდა გამოემშვიდობონ, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლება მათ იმედს აძლევს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრჩელება ასე თუ ისე შეძლეს შეეკავებინათ. ამის საფუძველზე ათენი, დამსვენებლებს პირველი ივლისიდან ქვეყანაში ტურისტულ ღონისძიებებს განაახლებს. „ჩვენ კვლავ ვაგრძლებებთ სამედიცინო პროტოკოლის ფორმირებას, თუმცა შესაძლებელია, რომ ჩვენ ჩავატაროთ მგზავრების ტესტირება თვითმფრინავში ჩასხდომამდე და სწორედ ამით დავიცვათ მოსახლეობა პანდემიის მეორე ტალღისგან“, - ამის შესახებ, საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი, ხარის ტეოხარისი აცხადებს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღებს, ევროპის ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებას, მსგავსი ღონისძიების გამართვის ნებართვაზე. რათქმაუნდა არის რამოედნიმე ქვეყანა, რომელიც მზად არის საბერძნეთის მაგალითს მიბაძოს და პირველები ვიქნებით ჩვენ, თუმცა ლოდინი აღარ შეგვიძლია, ჩვენ უდნა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ტეოხარისმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)