07:34 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 17:11:07, 1310 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნება.  

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდნენ.

„ამ დღის აღნიშვნას ყოველთვის თან ახლავს ტკივილი.  პირველ რიგში  საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირებსა და ჩვენს გმირ მებრძოლებს ვიხსენებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში „აფხაზეთობას“  გაერთიანებული საქართველოს საზღვრებში ვიზეიმებთ.  მანამდე კი, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი დევნილი მოსახლეობის განსახლება, დასაქმება და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics