|
2020-05-22 20:47:55, 1303 ნახვა
საზოგადოება
ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი სტანდარტების დანერგვის შესახებ ბიზნესთან განხილვები გრძელდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გამართეს. შეხვედრისას განხილულ იქნა სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და მონიტორინგის პროცესი. „სექტორული მიმართულებით განვიხილეთ რეკომენდაციები და ზედამხედველობის პროცესი, გავცვალეთ პოზიციები არსებულ, უკვე დამტკიცებულ რეგულაციებზე და ასევე ახლად შემუშავებულ პროექტებზე. რეგულაციების მიღებამდე კერძო სექტორმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რათა დამტკიცებული ნორმები მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის აღსრულებადი და უსაფრთხოების გარანტი გახდეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)