|
2020-05-22 12:58:30, 1305 ნახვა
პოლიტიკა
თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით, ბიზნესს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმის, ნათია თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით, ბიზნესსა და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. „შეზღუდვების შემსუბუქება არის მნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესის მიმართულებით, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად შეუძლიათ, რომ გააგრძელონ ან განაახლონ საქმიანობა. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის მეშვეობით ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ და იმ პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებით რაც საბრუნავი სახსრების ნაკლებობას უკავშირდება. ის, რომ შევძელით ეფექტური მართვის წყალობით ეპიდემიის მართვა და ვაუქმებთ საგანგებო მდგომარეობას, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირიქით, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)