00:10 - 14 Aug, 2026
|
2015-08-22 10:42:00, 1560 ნახვა
მსოფლიო
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოკლეს
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფადილ აჰმად ალ-ჰაიალი ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ქალაქ მოსულში მაშინ მოკლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ალ-ჰაიალი კოორდინირებას უწევდა ერაყსა და სირიას შორის იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანსპორტირებას. როგორც ვაშინგტონში ვარაუდობენ, აჰმად ალ-ჰაიალის სიკვდილი დაჯგუფებას ახალი თავდასხმების განხორციელებაში დაბრკოლებებს შეუქმნის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)