|
2020-05-21 18:33:07, 1502 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საბანკო კრედიტების გადახდევინებაზე მორატორიუმის დაწესება სექტემბრის თვემდე, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა შეეხოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, რომ გიორგი გახარიას მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივა, რომ სამი თვით გადაუვადდეს საბანკო სესხი ორი კატეგორიის ადიანებს, არის არასრული. მისი თქმით, ეს ორი კატეგორია არის ერთი ის, ვისაც უკვე ეხმარებიან და მეორე, ვინც სამსახური დაკარგა, რაც ძალიან დიდი ტყუილია. „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ საბანკო კრედიტების გადახდევინებაზე მორატორიუმის დაწესება სექტემბრის თვემდე, ყველა ფიზიკურ, იურიდიულ პირს უნდა შეეხოს და ასევე იმათ, ვისაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აქვს აღებული. „რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კატეგორიულად მოითხოვა ხალხის სახელით დაწესებული საბანკო კრედიტებზე გადახდევინების პერიოდის გახანგრძლივება კიდევ სამი თვით. დღეს გამოჩნდა ბატონი გახარია, გამოჩნდა ისაუბრა მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგეთ რა ისაუბრა. როგორც მას ახასიათებს ორ, სამ, ოთხ აზროვნად საუბარი. ახლა მთელი ქვეყანა თავს ვიტეხოთ რა თქვა ბატონმა გახარიამ. ეს არ არის შემთხვევით გაკეთებული მისი მხრიდან. ეს არის მისი ერთგვარი ტექნიკა, რომ რაღაცას დაპირდეს ხალხს ბატონი გახარია და ამის შემდეგ ვარკვიოთ რა თქვა. მან თქვა, რომ მე სამი თვით გადავუვადებ მოსახლების ორ კატეგორიას სესხს, ერთი ვისაც უკვე ვეხმარებით და ვინც სამსახური დაკარგაო. ძალიან დიდი ტყუილი, ვისაც ვეხმარებით როცა ამბობს ხელისუფლება, არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში ერთი თეთრი დახმარება არ მიუღია და მეტიც მსოფლიოში საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, ვინც დღემდე არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა არავის. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა რჩება უცვლელი - უნდა შეეხოს საბანკო კრედიტების გადახდევინებაზე მორატორიუმის დაწესება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრის თვემდე, მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აიღეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)