|
2020-05-21 16:09:02, 1407 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება იმისთვის ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს
„აქ არის პოლიტიკური თემებით გაზავებული შეკითხვები, ამ ტრადიციას თუ მივყვებით, ჩვენც შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია. ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტს იხილავენ. გიორგი ვოლსკიმ მომხსენებელს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაგალითის დასახელება სთხოვა. „ იქნებ თქვენს გამოსვლაში, ერთი მოდელირებული მაგალითი მოიყვანოთ იმისა, თუ რაზეა საუბარი. ისეთი მაგალითი მოიყვანოთ, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, რაზე ვკამათობთ, რისგან გვინდა გადავარჩინოთ საზოგადოება, რისგან გვინდა გადავარჩინოთ თუნდაც, არჩევნები. აქედან გამომდინარე, მაგალითი იქნება ყველაზე კარგი და შესაბამისი იმაზე პასუხების გასაცემად, რა შეკითხვებიც ახლა დაისვა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)