07:25 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 15:42:53, 1267 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გამორიცხულია, რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებზე

გამორიცხულია, რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„ბუნებრივია, ეს არის სრული აბსურდი, საქართველოში ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არ არის. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ საერთაშორისო დონეზე მიღებული იქნება ისე, როგორც ეს შეესაბამება ქართულ სინამდვილეს და სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში არავითარი პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა მიიღოს რაიმე ასეთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებზე.

კიდევ ერთი გოიმური განცხადებაა ოპოზიციის მხრიდან. კინზინგერის ჩამოსვლას ჩვენ მივესალმებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ კინზინგერი, დეპუტატები კონგრესიდან, ასევე ევროპარლამენტარები და ზოგადად, პოლიტიკოსები დასავლეთიდან ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics