|
2020-05-21 15:17:23, 1206 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი: არის გარკვეული საკითხები, რასაც მართლაც უხერხულია, რომ პოლიტიკური სარჩულით მივუდგეთ
,, ეს არის ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რადგანაც ეს კანონი სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და თითოეული ჩვენთაგანი ამას პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე ვიღებთ", ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განსახილველად გამოტანილი კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში" ცვლილების თაობაზე. მისი თქმით, ოპოზიცია ისე წარმოაჩენს თითქოს დღეს ანტიკრიზისულლი გეგმა განიხილებოდეს, რაც სიცრუეა, არამედ ეს არის ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის, რაც 10 ათასობით ადამიანის და ათასობით ოჯახის კეთილდღეობას შეეხება. რატი იონათამიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოპონენტების მიერ 6 თვიანი ვადის გაპროტესტებაზე და განაცხადა, რომ თვეებს არ აქვს მნიშვნელობა, არამედ აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მდგრადობა, რომ ოჯახებმა მინიმალური სტაბილურობა იგრძნონ. „კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, კრიტიკა იყო იმაზეც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა მიმართულებით არასკმარისად იხარჯება, რაც არასწორია. წამყვანი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმებიც კი არ ითვალისწინებენ ამ მიმართულებით შშმ სამიზნე ჯგუფებს, განსხვავებით ჩვენი გეგმისა. დეპუტატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩვენი საერთშორისო პარტნიორების, ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი სართაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების განცადებებს, მან მაგალითად მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადება მოიყვანა, რომელმაც თქვა - „ვფიქრობ ის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა , ძალიან ფრთხილი, მოქნილი და გონივრულია", - ვფიქრობ ეს არის უბრალოდ სხვაობა ნეიტრალური არბიტრებისა და მპოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების შეფასებებში", განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)